საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით Forbes America სტატიას მოამზადებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:34, 26 Jul, 2021     734

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მაღალრეიტინგული გამოცემა Forbes-ის წარმომადგენელისათვის პრეს-ტური გამართა.

Forbes-ის ჟურნალისტმა რანა ბელინდა გუდმა ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისი, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, მესტია, უშგული, ონი, ამბროლაური, ნიკორწმინდა და შაორი მოინახულა.

საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი რაჭაში საოჯახო მარნებს ესტუმრა და ადგილობრივი ღვინო დააგემოვნა. 8 დღიანი ტურის შემდეგ რანა ბელინდა გუდი Forbes-ისთვის საქართველოს შესახებ სტატიას მოამზადებს, სადაც საქართველოს ტურისტული მიმართულებების, ტურისტული პროდუქტების, ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის მილიონობით მკითხველს გააცნობს.

„საქართველოში მშვენიერი დრო გავატარე, ძალიან მომეწონა. მე საქართველოს ბევრ განსხვავებულ კუთხეში ვიმოგზაურე, ვიყავი მთებში, ვნახე მდინარეები, დავათვალიერე თბილისი, თუმცა კიდევ ბევრი დამრჩა საქართველოში სანახავი. შემდეგ ჩამოსვლაზე მინდა დავათვალიერო ბორჯომი, ბათუმი და ყაზბეგი."-ამბობს „Forbes-ის ჟურნალისტი რანა ბელინდა გუდი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურიზმის და ავიაციის აღდგენა დაიწყოს ჯანსაღი და სწრაფი ტემპით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ აღდგენის ტემპი და ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ რა თქმა უნდა, რომ მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ საქართველო ღიაა ტურისტებისთვის და საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ამიტომ Forbes-ის მოწვევა ასეთ მოკლე პერიოდში ხელსშეუწყობს ცნობადობის გაზრდას და კიდევ უფრო პოზიციონირებას. ჩვენ სწორედ შევარჩიეთ ის მიმართულებები, სადაც ჟურნალისტი ჩავიდა და ესტუმრა, მათ შორის როგორიცაა: იმერეთი, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, რაჭა, სვანეთი, იმისთვის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ ამ რეგიონების ცნობადობა, ვნახოთ უფრო მეტი საერთაშორისო და შიდა ტურისტი ამ რეგიონებში, იმისთვის, რომ მდგრადად განვითარდეს და გაძლიერდეს მცირე და საშუალო ბიზნესი სრულიად საქართველოში და ჩვენთვის მნიშვნელოვან სამიზნე რეგიონებში."-განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42