თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ამ არჩევნების შედეგები განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების მომდევნო ათი წლის პერსპექტივას.
"ძალა არის ერთობაში. კოალიციური ძალა ახლავე გვინდოდა გვეჩვენებინა. ამ ქალაქში ყოველთვის ცხოვრობდა, ცხოვრობს და იცხოვრებენ ძალიან განსხვავებული შეხედულების პოლიტიკური გემოვნების ადამიანები. მეც, თქვენც, ელენესაც და ჩვენს მაყურებლებსაც გვყავს სანათესაოში, ოჯახში, სამეზობლოში, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები და ჩვენ ვთავაზობთ ამ მოდელით ყველა პოლიტიკური გემოვნება იყოს დაკმაყოფილებული.
ერთხელ და სამუდამოდ, თბილისი იმსახურებს, რომ იყოს წარმოდგენილი ფართო საზოგადოებრივი გემოვნების მატარებელი წევრები - ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და შემდეგ თავმჯდომარე, მე თბილისის მერობის კანდიდატი, გირჩიდან ვიცე-მერი და ევროპული საქართველოდან სხვადასხვა თანამდებობებზე.
საზოგადოების ამ ყველაფრის დანახვა უნდა და საბჭოთა კავშირის შემდეგ ჩვენ რეალურად მერია გვაქვს, როგორც ინსტიტუტი, რომლიც მჭიდროდაა დაკავშირებული პარტიასთან" - აღნიშნა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები