ნათია თურნავა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი სტარტაპის "ჯინვენტორის" ეკო-მეგობრულ წარმოებას გაეცნო
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:17, 25 Jul, 2021     663

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტექნოლოგიური სტარტაპის „ჯინვენტორის" წარმოებას გაეცნო. კომპანიამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა, უცხოეთიდან თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დანადგარები ჩამოიტანა და საქართველოში USB - კაბელების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველი პროდუქცია „ჯინვენტორმა" ბაზარზე 2021 წლიდან გამოიტანა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ, პანდემიის მიუხედავად, შეძლო პროდუქცია, „ამაზონის" მეშვეობით, აშშ-ში გაეტანა, ასევე პირველ პარტიას უახლოეს პერიოდში გაგზავნის ნიგერიაში.

მინისტრმა დაათვალიერა პროდუქციის წარმოების სრული ციკლი, რომელიც ასევე ითვალისწინებს მეორადი პლასტმასის ბოთლების გადამუშავებას. კომპანიამ უარი თქვა ამ მასალის იმპორტირებაზე და თანამშრომლობს რიგით მოქალაქეებთან, რომელთაგან იბარებს პლატმასის ბოთლების სახურავებს მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით.

„სტარტაპი „ჯინვენტორი" რამდენიმე გარემოების გამოა საინტერესო. ჯერ ერთი, ის აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომელიც აქამდე საქართველოში არ მზადდებოდა და ამით ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციაში უკვე შევიდა მსხვილ ჩინურ მწარმოებლებთან. კომპანია ასევე მუშაობს საექსპორტო ბაზრებზე. ამავე დროს, რაც დამატებით ღირსებას მატებს ამ წარმოებას, ესაა კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ბიზნეს კონცეფცია - ისინი მეორადი პლასტმასის ბოთლების სახურავებს იბარებენ მოსახლეობიდან ნედლეულის სახით და იმას გადაამუშავებენ, რაც ძალიან მისასალმებელია," - განაცხადა მინისტრმა წარმოების დათვალიერების შემდეგ.

მინისტრთან ერთად სტარტაპ „ჯინვენტორში" იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42