სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სპეციალური განცხადება
COVID-19 - 19:02, 24 Jul, 2021     720

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს ვქცინების გადმოცემისთვის.

"ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზაობთ.

„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაქცინების გადმოცემისთვის და თვლის , რომ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს.

სამედიცინო საზოგადოების სახელით გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენ მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კოვიდ-19 ის პანდემიის დამარცხების გზაზე ვაქცინის მნიშვნელოვანი მარაგის გადმოცემისთვის.

დღეს ვაქცინაცია წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს. აქედან გამომდინარე, გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ პანდემიის დასამარცხებლად მნიშვნელოვან გარდატეხას მივაღწიოთ:

1. პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალმა საკუთარ პაციენტებს და მთელ საზოგადოებას მაგალითი უნდა მისცეს და აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.

2. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გადაუდებლად ჩაიტაროს კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი, მათთვის მისაღები ვაქცინით. ამასთან, მკაცრად დაიცვას დღეს არსებული კოვიდ-19 საწინააღმდეგო რეგულაციები, რომელიც არის მინიმალური და მათი შესრულება რთული არ არის.

3. მოვუწოდებთ კლინიკებს, მკაცრად დაიცვან კოვიდ-19-ის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, რათა არ მოხდეს საწოლების დაკავება ისეთი პაციენტების მიერ, ვისაც ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება

4. მოვუწოდებთ სახელმწიფოს, სასწრაფოდ დაადგინოს კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის სამედიცინო და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის სავალდებულოდ შემოღებისა და მისი აღსრულების მექანიზმები,

როგორიცაა მაგ.:

ა) ვაქცინირებული პირებისთვის კონკრეტული შეღავათების დაწესება;

ბ) არავაქცინირებული პირების, მათ შორის, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის, სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვის პირობები.

5. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, შექმნა ორი ვიდეორგოლი, რომლითაც მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ვფიქრობთ, სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა მოახდინოს ამ ვიდეო რგოლების გამოყენება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის" - წერია განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42