ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 16-დან 18 წლამდე პირების "ფაიზერით" ვაქცინაციისთვის მშობლის, ან მეურვის თანხმობა დასჭირდებათ. მისივე თქმით, აღნიშნული ვაქცინით აცრა 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი:
„მოქალაქეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევისთვის 16-დან 18 წლამდე პერიოდში დასჭირდება. ინფორმირებულ თანხმობას ჩვენ სხვა მოქალაქებისგანაც ვიღებთ, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება, ესეც სტანდარტული პროცედურის ნაწილი იქნება. აუცილებლად დასჭრიდება მშობლის, ან უფლებამოსილი, მეურვის თანხმობა მის ვაქცინაციას.
37 დაწესებულება უკვე მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც რეგისტრაციის პირველი ტალღა გაივლის, მობილიზებული იქნება იმისთვის, რომ ადგილზე მიიღონ მოქალაქეები, ვინც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავს და ჩაეწერება ვიზიტისთვის, ან შეიძლება პირდაპირ მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს ყველა ვაქცინას შეეხება. ეს რეჟიმი მოქმედებს „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებზე. „ფაიზერის“ ვაქცინების შემთხვევაში დოზების მოწოდება როგორც იცით, გაგრძელდება“, - განაცხადა გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






