"ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის მიერ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებული ელენე ხოშტარიას განცხადებით, საკრებულოში მრავალპარტიული კანდიდატები იქნებიან წარდგენილი.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მიუხედავად მისი პარტიული ინტერესისა, ის საკრებულოში მრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს.
"გარდა იმისა, რომ ჩვენ შევთანხმდით, მერი და საკრებულო იქნება სხვადასხვა პარტიის, ძალიან მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა, თბილისის მაჟორიტარები დაუთმოს სხვა პარტიის წარმომადგენლებს, სადაც გვეყოლება ერთიანი კანდიდატები, მრავალპარტიული კანდიდატები. მიუხედავად ჩემი პარტიული ინტერესისა, მე დიდი სიხარულით შევუწყობ ხელს, რომ სხვადასხვა უბანში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მოიპოვონ ხალხის ნდობა და ეს მრავალფეროვნება იყოს ასახული საკრებულოში.
ჩვენ, ოპოზიციამ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ რაც არ უნდა დიდი იყო, ყველაფერი არ შეიძლება ერთ ძალას ეკუთვნოდეს, ჩვენ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ მრავალფეროვნებაშია ძალა, ასევე გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ ვიწროპარტიული ინტერესები უნდა გადაიდოს და უნდა შევძლოთ ერთიანად ბრძოლა, დღეს არის ცვლილებების დრო, დღეს არის გამარჯვების დრო“ , - განაცხადა ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები