"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატების წარდგენის პრეზენტაციაზე აცხადებს, რომ "ენმ არ დააყენებს მაჟორიტარებს და მხარს დაუჭერს საერთო კანდიდატებს":
"დადგა დრო, რომ ერთიანობა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით და გადაწყვეტილებებით დავამტკიცოთ კოალიციისა და მრავალპარტიულობისთვის მზადყოფნა!
კოალიციური მთავრობა არის საქართველოს მომავალი- მომავალი, რომელიც ძალიან ახლოსაა. როგორც კი ოცნება დამარცხდება შემოდგომის რეფერენდუმზე- წავალთ წინ ვადამდელი არჩევნებისკენ- უფრო დიდი კოალიციისკენ, საქართველოს უკეთესი მომავლისკენ.
ჩვენ გვაქვს ამბიცია კოალიციის ძალა გაჩვენოთ პირველად სწორედ აქ, თბილისში და ეს გავხადოთ მოდელი მომავალი საქართველოსთვის. დიახ, თანამშრომლობა, ერთიანობა, საერთო მიზნებისკენ მიმავალ გზაზე განსხვავებულთა ერთსულოვნება არის საქართველოს მომავალი. მომავალი რომელსაც ვიწყებთ დღეს და აქ.
და სწორედ ამიტომ მე ვაცხადებ - ჩვენი პარტია თბილისში არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთახმების კანდიდატებს!, - განაცხადა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები