გომელაურის უწყება მორიგ სკანდალში ეხვევა - მოქალაქე რუსთავის ერთ-ერთი განყოფილების პოლიციელებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ახალგაზრდა მამაკაცი ყვება, რომ მას რუსთავის მე-3 განყოფილებაში სასურველი ჩვენების მისაღებად არაერთი პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.
მოქალაქის თქმით, მას თავის არეში, სახესა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში 5 პოლიციელი ურტყამდა, პოლიციის შენობაში ყოფნისას მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ცდილობდნენ, აჩვენეს ცოლის ფოტოები და შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართავდნენ.
"აქ მოხდა ჩემზე არაადამიანური მოპყრობა, 5 სამართალდამცველი ახდენდა ჩემზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ვეუბნებოდი, რომ აღარ დაერტყათ ჩემთვის იმიტომ, რომ ვეღარ ვიყავი გონზე. ორი თანამშრომელი სახეში მირტყამდა. უნდოდათ, რომ შესაბამისი ჩვენება მიმეცა", - ამბობს მოქალაქე.
მომხდარის შესწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები