
მსოფლიოს მეორე წელია პანდემიის პირობებში უწევს ცხოვრება. ამ ხნის განმავლობაში ტრაგიკულ ნიუსებთან ერთად, არა ერთი სახალისო ამბავიც მოხდა. მათ შორისაა ისტორია, რომელსაც ახლა მოგიყვებით და რომელიც ახლახანს ავსტრალიაში მოხდა.
კოვიდსასტუმროები პანდემიის პერიოდში ყველა ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. ალბათ უკვე ბევრმა თქვენგანმა იცის რამდენად რთულია მინიმუმ 10 დღის გატარება ყველასგან და ყველაფრისგან მოწყვეტილი როცა ხარ, სრულ იზოლაციაში. ავსტრალიაში კი მამაკაცმა გაქცევის უცნაური გეგმა შეიმუშავა.
39 წლის კაცი კოვიდსასტუმროს მეოთე სართულიდან გაიქცა და ამისთვის, ფანჯარა და ერთმანეთზე გადაბმული ზეწრები გამოიყენა.
სამართალდამცავებმა გაქცეული მალევე იპოვეს, თუმცა, მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში ეპიდსიტუაცია გართულდა და ქვეყანამ სხვადასხვა რეგულაციები კვლავ გაამკაცრა.
მასალის გამოყენების პირობები


