"იმ საშინელ დღეს სავსე იყო ჩემი ეზო ახალგაზრდებით“ – მოკლული 18 წლის პოეტი ლექსებში თავის სიკვდილზე წერდა
საზოგადოება - 14:51, 23 Jul, 2021     1689

2015 წლის 25 მაისს მთელი საქართველო შემზარავმა ამბავმა შეძრა. ყველა იმაზე ალაპარაკდა თუ როგორ მოკლეს 18 წლის ბიჭი საკუთარ ბინაში. ტრაგედია წინა ღამით მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ბეგისთვის სკოლის ბოლო ზარი დაირეკა.

წლების შემდეგ ბეგის მისი დედა ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს და მის შემოქმედებაზე საუბრობს. გთავაზობთ, ამონარიდს ინტერვიუდან.

„3 ივლისს, გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, დილის 9 საათზე, აბიტურიენტთა დარბაზში გამოცდა შეფერხდა, აბიტურიენტის გამოუცხადებლობის გამო. წაიკითხეს სია და როდესაც ამოიკითხეს ბეგის სახელი და გვარი, ირინა სარიშვილის შუათანა შვილმა, რომელიც ბეგის არ იცნობდა, თქვა: „ბეგი ვერ მოვა, ის მოკლეს“. იმ დღეს ბეგი ყველაზე მთავარ გამოცდას უფალთან აბარებდა“, – იხსენებს ბეგის დედა, მარიკა ზედელაშვილი.

უამრავი ტრავმა და გასაჭირი, რაც გამოიარა, მისი ცხოვრების წესზეც აისახა და მის შემოქმედებაზეც. ბეგი თითქოს გრძნობდა, რომ სიცოცხლეს ნაადრევად დაასრულებდა.

ერთ-ერთ ლექსში წერს:

„სიკვდილის შიში სულაც არ მთრგუნავს,

და არც დედას ვთხოვ, ჩემზე იტიროს,

და სიკვდილის წინ სულ ერთს ვთხოვ უფალს,

სახეზე სიომ გადამირბინოს“.

ბეგის დედა: მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა გახდა შეძენილი სიელმე. იმ პერიოდში ოპერაციის გაკეთება ვერ შევძელით. სკოლაში ამის გამო ხშირად დასცინოდნენ. იგივე გრძელდებოდა მუსიკალურ სკოლაშიც. მოკლედ, ბევრი ფაქტორი იყო. გარშემომყოფები სწორად ვერ აღიქვამდნენ. ფიქრობდა, რომ მისი შინაგანი სამყარო სხვებისთვის მისაღები არ იქნებოდა.

„განსხვავებულს შეშლილებად და გიჟებად აკურთხებთ,

თქვენ თუ ნერწყვი მოგდგომიათ, სხვას სულში ნუ აფურთხებთ…“.

აქვე წერდა: „დამანახვეთ გზა, რომელსაც გავყვები, გამაგონეთ ხმა, რომელსაც ავყვები“. გარდაცვალების წინა დღეს, წერდა: „თბილისი წვიმას ისევ ვერ უძლებს და ქართლის დედამ ისევ იტირა“. უბან-უბან სიარული უყვარდა.

მის პანაშვიდებზეც დამტკიცდა, რამდენ ადამიანს უყვარდა. იმ საშინელ დღეს სავსე იყო ჩემი სახლის ეზო ახალგაზრდებით. ბევრი ადამიანი შეარიგა კიდეც ამ ეზოში. ჩემმა შვილმა იქიდანაც ბევრი შეძლო.

მილიონობით ნახვა აქვს მის სიმღერებსა და ლექსებს. გულწრფელობით მივიდა თავისი თაობის გონებამდე და გულამდე.

მის წიგნს თუ წაიკითხავ, მიხვდები, რომ ბეგი ჩვეულებრივი სალოსია. ის ახალგაზრდა თაობას გასაგებ ენაზე ესაუბრებოდა… ერთ ლექსში ამბობს: ,,გაგიბახეს ქვეყანა, შენ, ჭავჭავაძე ილიკო“.

– ბეგიმ ბევრი ადამიანის ცხოვრება ძირეულად შეცვალა.

– მისმა მეგობარმა მითხრა, ბეგი ამ ცხოვრებიდან ისეთი სიმაღლით გავიდა, ყველა ერთმანეთზე რომ დავდგეთ, ვერ შევწვდებითო. ერთ ბიჭს სიელმე აწუხებს. მითხრა, კომპლექსი ბეგის სიმღერებისა და ლექსების ვიდეოების ნახვის შემდეგ მომეხსნაო.

– როგორ ფიქრობთ, გრძნობდა, რას უმზადებდა ცხოვრება?

– დიახ. ერთ-ერთ ტექსტში, რომელსაც რეპავს, საკუთარი სიკვდილი აქვს აღწერილი: ,,ნეტავ, შემდეგ რა იქნება? ზურგში დანას გამიყრიან…”

წყარო: sarkenews.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42