პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა და ისინი მოძალადეებად და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებად მოიხსენია. მისი თქმით, მედიის წარმომადგენლები დესტრუქციას აწყობენ და ტელევიზიები პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად გარდაიქმნა:
"თქვენ თუ არ შეწყვტთ ამ დესტრუქციას.... თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები. თქვენ ხართ პირდაპირ პარტიული აქტივისტი, ნაცმოძრაობის წევრი ხართ თქვენ.
მე მინდა ერთი გითხრათ, რომ ეს სიყალბე და ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ, მე ამ შემთხვევაში თქვენ არ გელაპარაკებით, ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გარდაიქმნა უკვე რეალურად პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად.
ეს არ არის დანაშაული. დანაშაულია ის რასაც სჩადიოდა თქვენი დამფინანსებელი სააკაშვილი და მისი გუნდი", - მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
მასალის გამოყენების პირობები