მორიგი მუქარა ჟურნალისტის მიმართ - "ფორმულას" კორესპონდენტს სოციალურ ქსელში დაემუქრნენ.
როგორც დავით ჭაბაშვილი აცხადებს, პირი, რომელიც მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს გამოეხმაურა, "დავით ქარელის" სახელით არის სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული. ჭაბაშვილი ფიქრობს, რომ მუქარის ავტორი "ალტ-ინფოსა" და ძალადობრივი ჯგუფების მხარდამჭერია, რადგან მათი ვიდეოები და მოწოდებები პირად გვერდზე აქვს გავრცელებული:
"ჩემს სოციალურ ქსელში გავავრცელე ვიდეო, რომლითაც ჩემს მეგობარს მივმართავდი. არანაირ კავშირში არ იყო 5 ივლისთან, ან დაპირისპირებასთან. ეს იყო ერთი ჩვეულებრივი ვიდეო. გამოჩნდა ერთი ადამიანი და მან ტელეკომპანია ფორმულა, სადაც მე ვმუშაობ, მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ასევე, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომიხსენია მე და მითხრა, რომ 5 ივლისი მონაგონი იქნება", - აცხადებს ჭაბაშვილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები