შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თანამდებობა დატოვოს, დაემორჩილება
"თუ გულისხმობთ, ჩემი თანამდებობის დატოვება-არდატოვების თემას, რა თქმა უნდა, არის პრემიერი გვყავს ჩვენ, გვყავს პოლიტსაბჭო, არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა, არ უნდა დავტოვო თანამდებობა, მე სწორად ვიმოქმედე და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამ შემთხვევაში, 5-6 ივლისის ფარგლებში, თუ არა.
აქედან გამომდინარე, მოხდება უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, გადადგომას ვგულისხმობ, მე უნდა დავტოვო თანამდებობა, თუ არ უნდა დავტოვო თანამდებობა. თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა დავტოვო, რა თქმა უნდა, მე გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები", - განაცხადა გომელაურმა რუსთავი 2-ის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები