კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ჟურნალისტებს მიმართავს. მინისტი მედიის წარმომადგენლებს ეუბნება, რომ თუ რამის თავი აქვთ მთავრობა მათ გადააყენონ.
"უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და მთავრობა, ეს არის პირველის კითხვა, TV პირველს და ყველას გიპასუხებთ, რომ არა, ვახტანგ გომელაური და ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა გადადგნენ, ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ. რაც შეეხება პასუხისმგებლობებს, პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად. პირველადი შედეგები ექსპერტიზის აჩვენებს იმას, რომ სავარაუდოდ, არავითარი მიზეზშედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს. გადადგეს თუ არაო და პასუხისმგებლობაო, გიპასუხეთ- თუ რამის თავი გაქვთ, გადააყენეთ თქვენ თვითონ მთავრობა, აგერ ვარ და გადამაყენეთ", - აცხადებს კულტურის მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები