კამერების წინ ჩადენილი დანაშაული - კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტრელეკომპანიის ნივთი მიისაკუთრა.
"მთავრი არხის" ჟურნალისტი, ემა გოგოხია იძულებული გახდა, რომ მიკროფონის დასაბრუნებლად და დასახმარებლად საპატრულო პოლიციისთვის მიემართა. ადგილზე მისულ სამართალდამცველები ამ დრომდე ცდილობენ გაერკვნენ მომხდარის დეტალებში. სენაკის თეატრში მისული სამართალდამცველები სპექტაკლის დასრულებას ელოდებიან, რათა ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონის დაბრუნება შეძლონ.
"არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ მინისტრის საქციელი არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
"მან წაართვა ჟურნალისტს კუთვნილი მიკროფონი, გაძარვცვა პრაქტიკულად ჟურნალისტი და თან აღიარება დადო "ფეისბუქზე", რაც ნიშნავს, რომ გამომძიებლები მომხდარით უნდა დაინტერესდნენ",- ამბობს თამთა მურადაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები