მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში პროტესტის ნიშნად ბანერი გამოფინეს წარწერით: "დასაჯეთ მოძალადეები". გარდა ამისა, ჟურნალისტებს მიტანილი ჰქონდათ ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები.
მედიის წარმომადგენლების ამ ქმედებამ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გაღიზიანა, რომელმაც მოსთხოვა მათ, რომ თავიანთ საქმიანობას დაბრუნებოდნენ. მისი თქმით, ჟურნალისტების ქმედება დესტრუქციისკენ არის მიმართული და სცდება მათი საქმიანობის სფეროს:
"სხდომა მაშინ დახურულად გამოცხადდა, სამწუხაროდ, ამის მიზეზი იყო ის დესტრუქციული ქმედებები, ძალადობა, რომელსაც დარბაზში ვხედავით და ეს მიღებული ფორმა არის ხოლმე. თუმცა, თუ სურვილი იქნება მოიწვიოთ, ამის შესაბამისი პროცედურები არსებობს, კომიტეტის სხდომა იქნება თუ კვლა რიგგარეშე სესიის სხდომა შეიძლება ჩაინიშნოს თავიდან.
უკმაყოფილებაც შეგვიძლია გამოვთქვათ და ნამდვილად იქნება პარლამენტი ის ადგილი სადაც დავსვამთ ყველა კრიტიკულ კითხვას თუ რამე არ მოგვწონს, ან რამე არ ხორციელდება. დარბაზში არ მივცეთ დესტრუქციის და მათ შორის ჩაშლის საშუალება, მითუმეტეს თვენი ქმედებებით, რომელიც სცდება ჟურნალისტურ საქმიანობას. ჩემი თხოვნა იქნება დაუბრუნდეთ თქვენ საქმეს", - განაცხადა კუჭავამ.
მასალის გამოყენების პირობები