ნათია თურნავა - აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას და ძალიან მაღალ მიმზიდველობას მატებს ყველა იმ დარგს, სადაც უცხოელ ინვესტორს თავისი კაპიტალის დაბანდება შეუძლია
პოლიტიკა - 14:41, 22 Jul, 2021     1069

"სასიხარულოა, რომ აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს შეეხება, კვლავაც ძალიან მაღალ დონეზეა შეფასებული ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო. მასში ხაზგასმულია, რომ ინვესტორებისთვის არის მიმზიდველი პირობები შექმნილი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ანგარიშში საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო ბიზნესის მხარდამჭერ სამთავრობო პროგრამებს, რომელთაც სახელმწიფო ახორციელებს. მათ შორის, ისეთებს, რომლებშიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროა ჩართული, მაგალითად, პროგრამა „აწარმოე საქართველოში". ნათია თურნავას ინფორმაციით, ანგარიშში ხაზგასმულია აღნიშნული პროგრამის ის კომპონენტი, რომელიც მიმართულია საქართველოში უცხოელი ინვესტორების მოზიდვაზე. „ხაზი გაესვა ახალ პროგრამებს, მათ შორის, FDI გრანტებს, რომელიც სულ ახლახანს არის შემოღებული იმისთვის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა არა მარტო ინვესტიცია განახორციელონ, არამედ გადაამზადონ ადგილობრივი მოსახლეობა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაასაქმონ," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„ანგარიშში ასევე ხაზი გაესვა იმ რეფორმებს, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ. მათ შორის, წიაღისეულის სექტორის რეფორმას, ახალ პროგრამას „100 წიაღისეული" - მასში მონაწილეობა ინვესტორებს ელექტრონული აუქციონებით შეუძლიათ, აგრეთვე საპრივატიზებო გადაწყვეტილებებს, მათ შორის, დიდ კამპანიას „100 საინვესტიციო შეთავაზებას", როდესაც პარალელური აუქციონები მიმდინარეობს, ასევე სხვა პროგრამებს, რომლებიც „აწარმოე საქართველოში" ქოლგის ქვეშ ხორციელდება. ანგარიშის თანახმად, ყველა ეს პროგრამა იმ გადაწყვეტილებებთან ერთად, რომლებიც ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა მიიღო, ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას და ძალიან მაღალ მიმზიდველობას მატებს ყველა იმ დარგს, სადაც უცხოელ ინვესტორს თავისი კაპიტალის დაბანდება შეუძლია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42