ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან პერმანენტულ აქციას ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ. ამ წუთებში საკანონმდებლო როგანოს გარე ტერიტორიასა და თუ შენობაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას აპროტესტებენ. ადგილზე მიტანილი აქვთ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას და სხვა დაშავებული ჟურნალისტებისა თუ ოპერატორების ფოტოები.
პარლამენტთან იმყოფება ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელიც, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების დაკავებას ითხოვს:
"53 ადამიანია დაშავებული და ეს არის ამ ხელისუფლების სახე. პროტესტი გაგრძელდება ყოვედღე და მედია გააპროტესტებს მუდამ, რომ ამდენი დღე გავიდა და დაუსჯელები არიან, ვინც მიიღო მონაწილეობა მართლა ამ სისხლიან 5 ივლისში. ჩვენ ვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის გადადგომას. წავიდეს ღარიბაშვილი გინდა ,,ქართუ ბანკში, გინდა, სადაც უნდა. - ამბობს ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიღლებიან და აქციებს მანამ გამართავენ, სანამ შედეგს არ მიაღწევენ.
მასალის გამოყენების პირობები