ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებზე ძალადობის გამო, რომელსაც 18 ივლისის საპარლამენტო სხდომაზე ჰქონდა ადგილი, ოპოზიციის წევრები და უფლებადამცველები პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას მიმართავენ. მათ სურდათ, საკანონმდებლო ორგანოში შესლიყვნენ და განცხადებები იქედან გაეკეთებინათ, თუმცა ბრძანების საფუძველზე ისინი შენობაში არ შეუშვეს.
დეპუტატების თქმით, უფლებადამცველებზე საშვები ყო დაშვებული, თუმცა, ამის მიუხედავად, მათი შეშვება სახელისუფლებო გუნდის წევრებს არ სურდათ:
"მივმართავ კახა კუჭავას, მიიღოს სათანადო ზომები პარლამენტის წევრების დასასჯელად, ვინც ფიზიკურად გამოიყენა ძალა ქალი პარლამენტის წევრების მიმართ, რადგან, მსგავსი ქმედება ფეხქვეშ თელავს ყველა იმ რეფორმას ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომელიც პარლამენტს მიუღია. იმიტომ, რომ 18 ივლისს კაცებმა პარლამენტში გვითხრეს, რომ თუ ქალის საუბარი, მისი გამოხატვის მანერა არ მოსწონთ, შეუძლიათ ხელით, ფიზიკურად გააჩერონ ის, ამიტომ, ბატონო კახა, გთხოვთ გამოხატოთ თქვენი პოზიცია და იმოქმედოთ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, იმისთვის, რათა პასუხი გავცეთ მოძალადე პარლამენტის წევრ მამაკაცებს", - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
"მე მინდა შევპირდე ყველა მოძალადეს, რომ ჩვენ ბოლომდე, სამართლებრივად, და მათ შორის საჯაროდ, აუცილებლად გავახმოვანებთ იმ ძალიან მძიმე მოვლენებს და შეფასებას რომელიც ეხლაც დადგა, იმიტომ რომ არავინ ამაზე არ იღებს ხმას, მხედველობაში მაქვს კახა კუჭავა და ყველა ის ადამიანი, რომელიც ვალდებულია სამართლებრივი რეაგირება მისცეს მომხდარ ფაქტს" - განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები