გოგა მემანიშვილი, რომელიც მაწმინდის რაიონის პოლიციის ხელმძღვანელი იყო და საპროტესტო აქციებზე აქტივისტების მიმართ ყოველთვის აგრესიით გამოირჩეოდა, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დააწინაურა.
მემანიშვილი ახლა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებს.
აქტივისტების განცხადებით, მათი დაკავების ბრძანებებს სწორედ მემანიშვილის გასცემდა. უფრო მეტიც, მათი თქმით, 5 ივლისს მემანიშვილმა "თბილისის პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მოძალადე ჯგუფებს თავდასხმის განხორციელებაში ხელი არ შეუშალა.
მემანიშვილის დაწინაურებას სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"გოგა მემანიშვილს აქტივისტების დევნაში გაწეული ღვაწლი დაუფასდა და დააწინაურეს თბილისის საპატრულოს უფროსის მოადგილედ.
წინასაარჩევნო პერიოდი და სამოქალაქო პროტესტი კიდევ უფრო რეპრესიულ გარემოში ჩაივლის. მეტი უკანონოდ დაკავებული და დაჯარიმებული აქტივისტითა და დაზარალებული დემონსტრანტებით.
ეს ის გოგაა, მე და მაქარაშვილს ხელები რომ მოგვტეხა და ადამიანების თავისუფლებით რომ გვევაჭრებოდა-დაიშალეთ და გამოვუშვებთო"- დაწერა ფარულავამ სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები