მოსამართლეთა დანიშვნის პროცესებთან დაკავშირებული ეჭვები გავლენას ახდენს ინვესტორების ნდობაზე სასამართლო სისტემის მიმართ - სახელმწიფო დეპარტამენტი
პოლიტიკა - 10:08, 22 Jul, 2021     853

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ბიზნესგარემოსა და უცხოური ინვესტიციების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემა და მოსამართლეების დანიშნვით გამოწვეული ეჭვები ინვესტორების ნდობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ანგარიშში ასევე ნახსენებია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომლის შეჩერების მიზეზიც სახელმწიფოს მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმა გახდა:

"საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მასზე პოლიტიკური გავლენები კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. მოსამართლეთა დანიშვნის პროცესებთან დაკავშირებული ეჭვები კი გავლენას ახდენს ინვესტორების ნდობაზე სასამართლო სისტემის მიმართ. ბევრი ინვესტორი თვლის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის, ნელი, არაეფექტური, ნაკლებად გამჭვირვალე. რომელსაც ასევე აკლია კომპეტენცია. ეს გარემოება გავლენას ახდენს ინვესტორების ნდობაზე, მთლიანობაში საქართველოს ბიზნესგარემო და საინვესტიციო პირობები მყარია, თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ, რამდენად შეუძლია კომერციული საქმეების დამოუკიდებლად დროულად და გონივრულად განხილვა.

კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესზე მიუთითებენ, ასევე არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე, მიკერძოებულ სამართალზე და რეგულაციებისა და კანონის შერჩევით აღსრულებაზე.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ინვესტორი კომპანია დაობს, რომ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამდა, რამაც საბოლოოდ პროექტის ფინანსური სიძნელეები განაპირობა.

მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ ის ერთგული რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ ინვესტორებსა და ადგილობრივ ბიზნესლიდერებს ამ განცხადებებში ეჭვი ეპარებათ", - ნათქვამია განცხადებაში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42