იცოდით თუ არა, რომ დედამიწაზე არსებობს გიგანტური ხე, რომლის ასაკიც ჩვენი წელთაღრიცხვით თარიღდება და მინიმუმ 23 საუკუნისაა, მაქსიმუმ კი 27 საუკუნის.
„გენერალი შერმანი“ ამერიკის შეერთებული შტატების ბინადარია და მისი ნახვა კალიფორნიის შტატში, სეკვოიას გიგანტური ხეების ტყეში შეგიძლიათ. „გენერალის შერმანი“ დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმებიდან ყველაზე გიგანტურის სტატუსს უკვე მრავალი წელია, კერძოდ კი გასული საუკუნიდან ატარებს. მისი სიმღლე 85 მეტრს აღემატება, დიამეტრი კი 11 მეტრი გახლავთ.
2006 წელს „გენერალ შერმანს“ მოტყდა ტოტი, რომლის დიამეტრის 2 მეტრი, სიგრძე კი 30 მეტრი გახლდათ, მიუხედავად ამისა, მან მსოფლიოს გიგანტური ხის სტატუსი უპრობლემოდ შეინარჩუნდა.
„გენერალი შერმანი“ გიგანტური სეკვოიაა, რომელიც ქრისტეს შობასაც მოესწრო და მის დაბადებამდე კიდევ ბევრი რამაც ნახა. ვინ იცი, ტოლკინმა „ბეჭდების მბრძანებელში“ სწორედ სეკვოიები აალაპარაკ-აამოძრავა ან სულაც, იქნებ „გენერალი შერმანი“ და მისიანები ამ გიგანტურ ტყეპარკში მართლაც კონტაქტობენ. პ.ს. მთავარია მორდორი, ორკები და საურონი მართლაც ტოლკინის ფანტაზიის ნაყოფი იყოს.
მასალის გამოყენების პირობები