"ტრიბუნას" ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, სახელისუფლებო კანდიდატის გუშინდელი წარდგენა "ქართულ ოცნებასა" კალაძეს შორის "ძალადობრივი ქორწინება იყო". მისი შეფასებით, ივანიშვილი ვერ დატოვებდა ფულიან და ავტორიტეტიან კალაძეს გვერდით, ხოლო ოპოზიცია, იმისთვის, რომ 43%-ანი ბარიერი დაძლიოს, საერთო კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს:
"ეს იყო ძალადობრივი ქორწინება „ქართულ ოცნებასა“ და კალაძეს შორის.
იმიტომ, რომ ფულიანი და ავტორიტეტიანი კალაძის გვერდით დატოვება ბიძინა ივანიშვილისთვის უკვე ნამდვილად მძიმე გადასატანი იქნებოდა. მითუმეტეს, რომ წინა არჩევნების პირველი ნომერი და „საამაყო“ გახარია უკვე ოპოზიციაში ყავთ.
ასე რომ, თუ ოპოზიციისთვის უმთავრესი მიზანი 43 %-ის დაძლევაა და არა მერობის მოგება, თუ მთავარ გამარჯვებად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაითვლება, მაშინ თბილისში საერთო ოპოზიციური კანდიდატი უნდა იყოს.
ეს მათ გასაგონად, ვინ ჯერ კიდევ ცდილობს ხელისუფლებასთან ურთიერთობების დალაგებას...
თან, ამ საარჩევნო კამპანიაში კალაძეს ნამდვილად ვერავინ აჯობებს ვერც ფინანსური რესურსით, ვერც ბაღების მოწყობაში და ორ-ორჯერ გზების დაგებაში და ვერც ავტობუსიების წინ და უკან სიარულში" - განაცხადა ჭიჭინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები