"თელასი" და "თელმიკო": მენეჯმენტის მახე თუ დაუდევრობა - რატომ იხდის მოსახლეობა ზედმეტ გადასახადს?
საზოგადოება - 15:20, 21 Jul, 2021     2031

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან თბილისის აბონენტებს კომპანია „თელასის“ ნაცვლად კომპანია „თელმიკო“ ემსახურება, რომელმაც ამავე თარიღიდან დაიწყო ელექტროენერგიაზე დარიცხული გადასახადის აღრიცხვა. შედეგად, მოსახლეობას ახალი ტარიფით მიუვიდა „თელიკოს“ მიერ აღრიცხული დენის საფასური, თუმცა, სოციალურ ქსელში არა ერთი ადამიანი გამოთქვამს ჩივილს, რომ კომპანიებმა „თელმიკომ“ და „თელასმა“ გასული თვის გადასახადი ერთდროულად და სხვადასხვა რაოდენობის დააკისრა.

კომპანიამ თვის დასაწყისში გააკეთა განმარტება, თუ რატომ მიუვა მოსახლეობას ერთის ნაცვლად ორი ქვითარი:

„აღნიშნული ცვლილება მოსახლეობას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის. მოსახლეობამ, მხოლოდ უნდა გაითვალისწინოს, რომ ივლისის თვეში მომხმარებელი მიიღებს ორ ქვითარს: პირველ ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს მიიღებს „თელასისგან“. პირველი ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს მიიღებს „თელმიკოსგან“. შესაბამისად, მომხმარებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება შემდეგ გარემოებას: ივნისის დავალიანება უნდა გადაუხადოს „თელასს“, ხოლო უკვე ივლისის თვის დავალიანება დაფაროს „თელმიკოსთან“.

მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვითრის ჯამური თანხა არ გადააჭარბებს ელექტროენერგიის თვიური გადასახადის სტანდარტულ მოცულობას. აღნიშნული სქემა მხოლოდ ივლისის თვეში, ანუ გარდამავალ პერიოდში მოქმედებს. შემდგომში, მომხმარებელისთვის უცვლელად რჩება ქვითრის მიწოდების სისტემა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდის არხებიც. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი არ გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებას“ - განმარტეს კომპანიაში.

„ნიუპოსტის“ ფეისბუკ-გვერდზე მომხმარებლები გვიგზავნიან შეტყობინებებს და გვთხოვენ, გარვარკვიოთ, რომელ კომპანიაში უნდა გადაიხადონ საფასური და რატომ უწევთ ორივე კომპანიის მიერ დარიცხული თანხის გადახდა.

ახალი ადმინისტრაციის პირობებში კომპანია „თელმიკოს“ მენეჯმენტის გაუმართაობაზე სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდებზეც იწერება ნეგატიური კომენტარები - ზოგი ჩივის, რომ ამ უკანასკნელის მიერ დარიცხული გადასახადი ჩვეულებრივზე სამჯერ მეტია. ეს ქაოსი მოსახლეობას აძლევს ეჭვის საფუძველს, რომ კომპანია სარგებლობს გაუგებრობით და მოსახლეობას იმაზე მეტ გადასახადს აკისრებს, ვიდრე საჭიროა.

კომპანია „სემეკმა“ აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშრებით განცხადებაც გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ გადახდილი თანხები დაკორექტირდება და ისევ აბონენტების ბალანსზე დაირიცხება და იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებმა უკვე გადაიხადეს ზედმეტობით დარიცხული გადასახადი, დაკორექტირებული თანხა მათ სააბონენტო ბარათზე აისახება:

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომლებმაც მოითხოვეს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის (თელმიკო) მიერ ივლისში აბონენტებზე დარიცხული გადასახადის სემეკის მიერ შესწავლა.

კომისია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაზრდილა.

სემეკში დაიწყო საკითხის აქტიური მოკვლევა და ზედმეტობით დარიცხული თანხების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს დაუკორექტირდებათ გადასახადი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებმა უკვე გადაიხადეს ზედმეტობით დარიცხული გადასახადი, დაკორექტირებული თანხა აისახება მათ სააბონენტო ბარათზე.

კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია კომპანიის მიერ მოქალაქეებზე გადასახადის ზედმეტობით დარიცხვა. მოკვლევის შედეგად ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სემეკი კომპანიის მიმართ იმოქმედებს მკაცრი, კანონშესაბამისი ზომებით. აქვე, კომისია „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ მოუწოდებს, გადაამოწმოს აბონენტებზე დარიცხული თანხების სისწორე“ - ნათქვამია განცხადებაში.

აბონენტების უკმაყოფილებას თავად კომპანია „თელმიკოც“ გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელიშიც ნათქვამია, რომ ,,თელასსა’’ და მომხმარებლებს შორის საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, აბონენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ საკუთარი მრიცხველის ჩვენება 30 ივნისის მდგომარეობით, ხოლო ,,თელასსა’’ და მომხმარებლებს შორის საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, აბონენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ საკუთარი მრიცხველის ჩვენება 30 ივნისის მდგომარეობით:

„8 ივლისიდან თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ დაიწყო მომხმარებელთან ქვითრების დაგზავნა. აღნიშნულ ქვითრებში ასახულია მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი 1 ივლისიდან. აბონენტთა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა ვინაიდან ჩათვალა, რომ გადასახადი არ შეესაბამებოდა მოხმარებულ ელექტროენერგიის მოცულობას.

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ ავხსნათ შექმნილი ვითარების მიზეზები. თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ აბონენტთა მომსახურება დაიწყო 1 ივლისიდან, შესაბამისად 1 ივლისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა უნდა მომხდარიყო კომპანია „თელასში“

,,თელასსა’’ და მომხმარებლებს შორის საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, აბონენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ საკუთარი მრიცხველის ჩვენება 30 ივნისის მდგომარეობით. აღნიშნულ აბონენტებს, ზუსტი, ფაქტობრივი დანახარჯის შესაბამისი გადასახადი მიუვიდათ. იმ მომხმარებელთან, რომელმაც ვერ მოახერხა 30 ივნისის მდგომარეობით ჩვენების გამოგზავნა, დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობის განსაზღვრა მოხდა წინა თვის, საშუალო მოხმარების, შესაბამისად.

ივლისის დასაწყისში მოხდა ზუსტი ჩვენების აღება, რომელიც ასახავდა ივნისის განმავლობაში და ივლისის პირველ დღეებში მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტ მოცულობას. მნიშვნელოვანია, რომ ივლისში ორივე კომპანიის, „თელასისა“ და „თელმიკოს“, მიერ გამოგზავნილი ქვითრების ჯამური თანხა, ზუსტად შეესაბამება 30 კალენადრული დღის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას. ამასთნ ერთად აღსანიშნავია, რომ 1 ივლისიდან არ შეცვლილა ელექტროენერგიის ტარიფი.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ ივნისის თვეში, ზოგადად, გაიზარდა მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა, რაც ცხელ ამინდებთან და შესაბამისად კონდიციონერის ხშირ გამოყენებასთან არის დაკავშირებული“ - ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად განმარტებებისა, აბონენტები უკმაყოფილებას ვერ მალავენ გაუგებრობით გამოწვეული დისკომფორტის გამო და აცხადებენ, რომ კითხვებზე საჭირო პასუხების მისაღებად კომპანიებს ტელეფონზეც ვერ უკავშირდებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42