რუსკა მაყაშვილი: თეატრში ბესო ზანგურთან დიდი კონფლიქტი მომივიდა, მას სავარცხელი ჩავარტყი თავში!
საზოგადოება - 14:33, 21 Jul, 2021     1759

რუსკა მაყაშვილმა გადაცემაში „სთორი“ თავისი დის, ნინუცა მაყაშვილის და ბესო ზანგურის რთულ ოჯახურ ცხოვრებაზე ისაუბრა.


„ასე კონკრეტულად, რომ ნინუცას ურტყამდა, გავიგე, როდესაც ის საბედისწეროდ დაბრუნდა სახლში. ყველას გვიმალავდა. ნინუცა ერთხელ წამოვიდა სახლიდან, თამრიკომ უთხრა, აღარ წახვიდეო… როდესაც ადამიანს ეკითხები, ხელით შეგეხო? და გეუბნება, არაო… რას იზამ? ადამიანი ამბობს გადამჭრელად არას. თან, შვილს ელოდება მისგან. ყველა მხრიდან ვუდგებოდით. ყველაფერი კარგად არისო, გპასუხობდა.

ხომ არ ეშინოდა კი არა, ეშინოდა. ნინუცამ კიდევ ძალიან ბევრი რამ არ ილაპარაკა. მაშინაც ძალიან ეშინოდა, როდესაც გადაწყვიტა ამის თქმა. მომწერა და მკითხა. ერთი კვირა ვარწმუნებდი, რომ უნდა ეთქვა. მერე იყო ეს კითხვები, რატომ ამდენი წლის მერე? ამისიც ეშინოდა… ქალები, რომლებიც ასეთ დღეში არიან, მხოლოდ ამიტომ ვერ იღებენ ხმას. ბესო გამოვიდა და თქვა ერთ-ერთ გადაცემაში და თქვა, რომ არის კარგი მამა და იყო კარგი ქმარი. ჩემს დას ვკითხე, უსმენ, რას ლაპარაკობს-მეთქი? არ არის ეგრე. ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა ბევრმა ადამიანმა. მთელმა თბილისმა იცოდა, რომ ნინუცა ასეთ მდგომარეობაში იყო… ბესო მასზე ძალადობდა ფსიოლოგიურადაც. ძალიან ნიჭიერი კაცია, საოცრებებს იგონებდა, მანიპულატორია.

როდესაც ბესო მოვიდა ჩვენთან და თქვა, რას ამბობთ, თითი არ დამიკარებიაო, მანდ ძალიან დიდი კონფლიქტი იყო, პირადად ჩემი მხრიდან… შეიძლება ითქვას, მეც ვიძალადე… მაგრამ მოძალადეზე ძალადობა მაგ მომენტში აფექტის მდგომარეობიდან გამომდინარეობდა. თეატრში გვქონდა კიდევ ერთი დიდი კონლფიქტი. ავდექი და ჩავარტყი ტაფა თავში!.. და დედაჩემმა გამომიშვა ოთახიდან. მე აქ ვიქნები და დაველაპარაკებიო… ტაფა არა, სავარცხელი, უკაცრავად. თმას ვივარცხნიდი ისტერიკულად. ბესო ამბობდა, ნინუცა იტყუებაო…

ნინუცა სახლში რომ იყო 4-5 წელი ღრმა დეპრესიიდან, სულ ეძინა, ლოგინიდან არ დგებოდა, 24 საათი ეძინა, ხალხო… ძალიან გახდა, სულ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა… ახლა ვიღაცებმა დასვეს კითხვა, ათი წელი სად იყოო… ლოგინში იწვა და ეძინა. სიმართლის თქმა დაეხმარა და სულ სხვა ადამიანად იქცა…“-ამბობს იგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42