ევროპული საქართველოს თავდჯომარე, გიგა ბოკერია, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კოორდინაციაზე საუბრობს.
ბოკერიას თქმით, ევროპულ საქართველოს აუცილებლად მიაჩნია კოორდინირება და შეთანხმება თვითმმართველობის არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვნაძო ქალაქბში მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს თაბჯდომარეებზე.
ბოკერიამ ასევე უპასუხა კითხვას, იქნებიან თუ არა ოპოზიციიდან მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და ექნება თუ არა ვიცე-მერის კვოტა ევროპულ საქართველოს.
ბოკერიამ აღნიშნულ კითხვაზე განაცხადა, რომ ეს გვარები აბსოლიტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო დიდი ხნის მანძილზე, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება ორ დღეში გაიგებს.
„აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ, ევროპულ საქართველოს, ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, კოორდინირება და შეთანხმება ამ არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს თავჯდომარეებზე, დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა ჩვენი აზრით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს.
ამიტომ, იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ სულ ორიოდე დღეში ყველა თქვენ ამ კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი. ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, აბსოლიტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში“ - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები