ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი, ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
წერეთელის თქმით, როგორც რიშის, ისე სხვა ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსის მძაფრი განცხადება საქართველოზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება აცდენილია იმ მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს და რაც მის სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოუდგენიათ.
წერეთელმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან კვლავ იმის მტკიცება, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს აქვთ არასწორი ინფორმაცია, იქნება ტიპიური რუსული მიდგომა.
„უკვე მერამდენე განცხადებაა ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგან, ლიდერებისგან აშშ-დან, ამ შემთხვევაში ჯიმ რიშის განცხადებაზე მაქვს საუბარი და ბევრი სხვა ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში, ასეთი იყო უამრავი და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლიტურად აცდენილია იმ მიზნებს და ამოცანებს, რომლებიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს და რაც მის სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოუდგენიათ. ეს იქნება სასამართლო რეფორმა, ეს იქნება საარჩევნო რეფორმა, ეს იქნება ის ფაქტები ძალადობრივი მოქმედებების, პოლარიზაციის, საზოგადოების დაყოფის და სიძულვილის ენით ლაპარაკის, რომელიც აბსოლიტურად მიუღებელია სტანდარტისთვის, რომელიც ჩვენ საზოგადოებას უნდა, რათა კრიზისი დაიძლიოს და უკეთესობა იყოს ქვეყანაში.
ძალიან გაულდასაწყვეტია, რომ ჯიმ რიშისნაირი პატრიოტები ჩვენი ქვეყნის და მხარდამჭერები ამგვარ განწყობაზე არიან, როდესაც არიან არამარტო შეშფოთებულები, არამედ იმედგაცრუებულები და ეს რეგულარულად ხდება როგორც თავად ამბობენ მთელი ამ მოვლენებისაგან გამომდინარე.
ახლა, თუ საქართველოს ხელისუფლება იმგვარ პასუხს გასცემს, რომ მათ არასწორი ინფრომაცია აქვთ, ოპოზიცია იტყუება, ყველაფერი კარგად არის და ისინი გააგრძელებენ ამგვას ქმედებებს, ეს იქნება ტიპიური რუსული მიდგომა, როდესაც ასე გაღმით ედავები იმ ადამიანებს, პოლიტიკოსებს ან იმ ლიდერებს, ვისაც შენი დახმარება და თანადგომა სურს. ეს ქვეყანას მხოლოდ აზარალებს სამწუხაროდ და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება“ - განაცხადა წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები