"ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილის მხრიდან თინა ბოკუჩავაზე ძალის გამოყენება "აბსოლუტურად რელევანტური და ადეკვატური პასუხი იყო". კობახიძემ პაპუაშვილს მომხდართან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოუცხადა.
"თინა ბოკუჩავა, ნატო ჩხეიძე და სხვები ძალიან შეეჩვივნენ პარლამენტის ტრიბუნასთან ასვლას, რაღაცა წესებს მათ უნდა სცენ პატივი. ძალიან კარგი იყო, რომ შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა შეაჩერა მორიგი მცდელობის დროს დაეკავებინა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა. ეს არის მიუღებელი და ასეთი წესების პატივისცემა ევალება ნებისმიერ დეპუტატს, პოლიტიკოსს და ძალიან კარგია, რომ აღიკვეთა მორიგი მიჭრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. რაღაც წესებს თუ არ ვეცით პატივი, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოებრიობისგან არაფერი დარჩება.
აქედან გამომდინარე, პასუხი შალვა პაპუაშვილის მხრიდან იყო აბსოლუტურად რელევანტური და ადეკვატური. მას კიდევ ერთხელ მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო", - თქვა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები