ნათია თურნავა: "61 მოიჯარეს საკუთრებაში გადაეცემა 240 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება"
პოლიტიკა - 14:15, 20 Jul, 2021     797

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში 61 მოიჯარეს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ" - ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროგრამის ფარგლებში, სხვა დანარჩენ მოიჯარეებსაც, საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად გადაეცემათ იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

„ჩვენ გასულ წელს დავამტკიცეთ ეს სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე მეტ ხელმისაწვდომობას, როდესაც ფერმერებს, რომლებიც გრძელვადიანი იჯარით ფლობდნენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, მიეცათ საშუალება, გამოისყიდონ მიწები და ეტაპობრივად გამოგვაქვს მთავრობაზე ეს გადაწყვეტილებები. დღეს დავამტკიცეთ განკარგულება 61 მოიჯარესთვის მათ მიერ იჯარით აღებული მიწების გამოსყიდვის თაობაზე, რაც ნიშნავს, რომ 61 მცირე და საშუალო ფერმერი საკუთრებაში მიიღებს დაახლოებით 240 ჰა მიწას, რომელიც შედარებით მცირე ნაკვეთებად იყო დაყოფილი" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განმარტებით, პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მოიჯარეები შეძლებენ უკვე საკუთრებაში არსებული ქონებით ისარგებლონ და მიიღონ საბანკო დაფინანსება, ასევე მონაწილეობა მიიღონ მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში და გამოიყენონ ქონება უფრო საინვესტიციო რესურსად. „რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, პროგრამა გაგრძელდება და ჩვენ ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა უფრო ეფექტურად იყოს დამუშავებული და განმტკიცდეს მიწაზე კერძო საკუთრება" - აღნიშნა მინისტრმა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა 2020 წელს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცდა. პროგრამა შემდგომში კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. პროგრამა გულისხმობს იჯარით გაცემული, დაახლოებით 11 000 ჰა მიწის მოიჯარეებისთვის პირდაპირ მიყიდვას 25 პროცენტიანი ფასდაკლებით - ნაკვეთების საბაზრო ღირებულების მხოლოდ 75 პროცენტის გადახდის სანაცვლოდ. საუბარია იჯარით გაცემულ „სახნავი" და „სათიბი" კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური ღირებულებაც ათეულობით მილიონი ლარია. პროგრამის მიხედვით, მოიჯარეებს შეუძლიათ სახელმწიფოსგან გამოისყიდონ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42