კომპლექსური დისკრიმინაცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში - აკრძალული ქართული წირვა და შეზღუდვები რელიგიური-ეთნიკური ნიშნით
პოლიტიკა - 12:45, 20 Jul, 2021     1168
რელიგიის თავისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში - დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის მიერ, პროექტის ფარგლებში იქნა შესწავლილი თუ რა მდგომარეობაა რელიგიური თავისუფლებისა და ეთნიკური კუთვნილების ნიშნის კუთხით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, როგორ ფაქტებმა აჩვენა, ვითარება კრიტიკულია და სახეზეა კომპლექსური დისკრიმინაცია.

„ნიუპოსტის“ უცვლელად გთავაზობთ დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის პრესრელიზს.

„აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო მისი კანონიკური იურისდიქციის ქვეშ განიხილავს. ამ ფაქტს ფორმალურად არცერთი მართლმადიდებლური ეკლესია არ უარყოფს. თუმცა, როგორც პოლიტიკურ, ისე საეკლესიო სივრცეში, ოკუპირებული ტერიტორიების მმართველ ელიტებს თავისი მომავალი არც საქართველოს სახელმწიფოს და არც მასთან ასოცირებულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კავშირში არ წარმოუდგენიათ. ასეთი დამოკიდებულების და რუსული გავლენების შედეგია, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ჰყავს საეკლესიო მსახურები ცხინვალში და აფხაზეთში, ვერ განკარგავს კონფლიქტებამდე მის სარგებლობაში არსებულ ქონებას და რელიკვიებს, ვერ უწევს შესაბამის მხარდაჭერას იმ მრევლს, რომელიც საკუთარ თავს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან აიდენტიფიცირებს. სახეზეა კომპლექსური დისკრიმინაცია - რელიგიის და ეთნიკური კუთვნილების ნიშნებით.

ოკუპირებულ რეგიონებში ქართველ მორწმუნეებს არ აქვთ შესაძლებლობა მათთვის სასურველ ენაზე, თავისი ეკლესიის მსახურებისგან და ტრადიციულ საკულტო ნაგებობებში მოახერხონ თავიანთი რწმენის და კულტურული უფლებების რეალიზება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ქართველი სასულიერო პირების რაოდენობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკიდურესად მცირეა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან იშვიათია ქართული წირვა-ლოცვის მოსმენა. თუმცა აქტიურად მიმდინარეობს ღვთისმსახურება რუსულ ენაზე, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში.

ახალგორში ქართული ეკლესიის გარდა, ფუნქციონირებს ოსური ეკლესიაც, რომელიც ალანიის ეპარქიას ექვემდებარება, სადაც წირვა-ლოცვა ოსურ ენაზეც აღევლინება. ახალგორში ვერ ბრუნდება ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაია, რომელიც მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვის დროს ახალგორში არ იმყოფებოდა და როგორც ყველა დანარჩენმა, მანაც ვერ შეძლო დაბრუნება.

რაც შეეხება გალს, იქ ეთნიკურად ქართველი მღვდლები არ მოღვაწეობენ, წარსულში მღვდელმსახურებას ეწეოდა მამა პიმენი (რომან ქარდავა), რომელსაც 2008 წელს, აფხაზურმა მხარემ სასულიერო მოღვაწეობა აუკრძალა და გალიდან გამოაძევა.

ამჟამად, გალში მდებარე მოქმედ ეკლესიებში (ხუთი მოქმედი ეკლესიის გარდა, ერთი ამჟამად შენდება სოფელ ოტობაიაში) მღვდელმსახურებას ატარებს მამა მათე, რომელიც აფხაზური წარმოშობისაა და მიუხედავად სოხუმიდან ზეწოლისა, წირვებს ატარებს ორ ენაზე - ქართულად და რუსულად. რელიგიური თავისუფლების უფლების რეალიზების მხრივ, ოკუპირებულ რეგიონებში, დისკრიმინირებული მხოლოდ ეთნიკურად ქართველი მრევლია, რომელიც თავის თავს მართლმადიდებელ ქართულ ეკლესიასთან აიდენტიფიცირებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, საქართველოს მთავრობამ ყველა საერთაშორისო ფორმატი უნდა გამოიყენოს ამ პრობლემების დასარეგულირებლად ისე, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თითოეული მოქალაქის რელიგიის თავისუფლება, თანაბრად იყოს დაცული და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ მათ, ვინც წლების განმავლობაში დისკრიმინაციის ქვეშ განაგრძობენ ცხოვრებას და სრულად ვერ ახდენენ საკუთარი უფლებების რეალიზებას. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ შეიზღუდოს ეთნიკური და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი კუთვნილების ნიშნით მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების ჩატარების და სასურველი ეკლესიის მსახურების მიღების უფლება, რაც ამჟამად უგულებელყოფილია.

ასევე, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დარჩენილი საეკლესიო ქონების და ინფრასტრუქტურის მართვისას არ უნდა მოხდეს იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის რელიგიის თავისუფლების და გამოხატვის უფლების შეზღუდვა საკულტო შენობებთან თუ რელიგიურ სიწმინდეებთან ხელმისაწვდომობის სრული ან ნაწილობრივი აკრძალვის სახით“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42