ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანში პანდემიის მიუხედავად, შიდა ინვესტიციით საწარმოს გაძლიერება და ახალი ღუმელის ამოქმედება მოხდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:45, 20 Jul, 2021     1191


„ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ტრადიციული ქართული წარმოებაა, რომელიც უკვე მრავალი წელია, ჩვენს ეკონომიკას ემსახურება, აძლიერებს მას და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქარხანაში სტუმრობისას - ნათია თურნავა საწარმოს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად ესტუმრა და ახალი ღუმელის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

"ჯორჯიან მანგანეზის" ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში, 26-ღუმელის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და უკვე ექსპლუატაციაში შევიდა. ღუმელი დღე-ღამეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას გამოუშვებს, რაც აქამდე არსებულ საწარმოო მოცულობას მინიმუმ 25 000 ტონამდე, ანუ 10 % გაზრდის. ამასთან, ახალი ღუმელიდან, წელიწადში 43 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის გამოშვება იგეგმება. კაპიტალური სამუშაოების დასრულებას ხუთი თვე დასჭირდა, ჯამში, 2 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

მნიშვნელოვანია, რომ ახალ ღუმელზე, რომელიც 22,5 მგვტ სიმძლავრის არის, საწარმოო პროცესი ნახევრადდახურული ციკლით წარიმართება. შესაბამისად, ლითონის გამოშვების პროცესში, მავნე მტვერი გარეთ არ გამოიფრქვევა. ღუმელის ცეცხლგამძლე ამონაგი, თანამედროვე სტანდარტებით არის ამოგებული (ცივად ტკეპნადი პასტით) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნორვეგიული კომპანია Elkem Karbon As-თან თანამშრომლობით. ღუმელის კაპიტალური შეკეთების პროექტში სრულიად იყვნენ ჩართულნი ქარხნის თანამშრომლები. ამასთან, ღუმელის ამოქმედებამ დამატებით 20 სამუშაო ადგილი შექმნა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად პანდემიისა, მოხერხდა საწარმოს გაძლიერება და ახალი ღუმელის ამოქმედება. ნათია თურნავას ინფორმაციით, ზოგადად, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ფეროშენადნობები ქვეყნის ადგილობრივი ექსპორტის თითქმის 10%-ს შეადგენს. მთლიანად კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი" 5000-მდე ადამიანს ასაქმებს იმერეთში - ზესტაფონსა და ჭიათურაში.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდა შიდა ინვესტიციის საშუალებით, რეინვესტირების გზით ასეთი მაღალი, ეკოლოგიურად სუფთა და ტექნოლოგიურად ახალი ღუმელის მოწყობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია - ჰაერში გაფრქვევა პრაქტიკულად, არ ხდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება ძალიან ძლიერი განაცხადი იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს, დავძლიოთ ყველა კრიზისული მოვლენა და ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდოს. ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, როგორც სრულად საქართველოს ხელისუფლება, გვერდში ვუდგავართ ადგილობრივ წარმოებას, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა კი ჩვენი ადგილობრივი, ეროვნული წარმოების ერთ-ერთ ფლაგმანად ითვლება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42