"ოპოზიცია მარტო გომელაურთან კი არა, მიშელთან შეხვედრაზე უნდა დამდგარიყო საპროტესტო ბანერებით და ლექსოს სურათებით! აი ეს იქნებოდა სოლიდარობა და საერთო ბრძოლა!
მაგრამ ამათ გული უსკდებათ, მიშელს არაფერი ვაწყენინოთო და ლამის ბიბლიად გვიქციეს მიშელის დოკუმენტი.
არადა რეალურად, მიშელს არც ხელშეკრულება ადარდებს და არც საქართველოში არსებული სიტუაცია.
რადგან მიშელი საქართველომდე ერევანშიც ჩავიდა და იქ მილიარდ ექვსასი მილიონი ევრო ჩაიტანა;
იქვე გაკეთდა პირდაპირი მოწოდება ბიზნესმენებისთვის, ჩამოდით და ფული ჩადეთო;
ხუთასი მილიონი გამოყვეს მცირე და საშუალო ბიზნესის სამუშაო ადგილების აღსადგენად.
და ჩვენთან რა ჩამოიტან, ჩვენთან რა ხდება ამ დროს?!
„ოცნების“ მთვრობამ მიაღწია იმას, რომ დასავლეთს საქართველოს ინტერესები აბსოლუტურად დააკარგვინა და მთელი აქცენტები დღეს ერევანზე გადის.
რეალობაა ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტმა დაგვანახა, რომ მას ადარდებს საკუთარი პატიმრები! წააყენა ხისტი პირობა, კულუარულად დაახევინა უკან „ოცნების“ მთავრობას და გამოაშვებინა კიდეც პატიმრები!
მაია სანდუმ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის კლასიკური მაგალითი მოგვიყვა, რითაც ირიბად მიგვითითა, რომ ამ გზას მხოლოდ უბედურებისკენ მივყავართ და არა ევროკავშირისკენ.
და მთავარი, რაც არა ერთხელ მითქვამს. 19 აპრილის დოკუმენტი რომ დგებოდა, მაშინაც ისევე ხისტად რომ დამდგარიყო საკითხი, როგორც დღეს ზელენსკიმ გაიმარჯვა - რომ პოლიტპატიმარი ნიკა მელია აუცილებლად უნდა მჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან - დღეს სულ სხვა რეალობა გვექნებოდა.
მითუმეტეს გამორიცხულია უკრაინის პრეზიდენტის ბერკეტი ჭრიდეს და ევროკავშირის არა" - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები