ჩაანაცვლებს თუ არა იენს სტოლტენბერგს NATO-ს გენმდივნის პოსტზე ქალი პოლიტიკოსი ლიდერი აღმოსავლეთ ევროპიდან
მსოფლიო - 19:23, 19 Jul, 2021     1153
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სერიოზულად განიხილება საკითხი NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგის აღმოსავლეთ ევროპელი პოლიტიკოსი ქალბატონით ჩანაცვლების შესახებ.

სტოლტენბერგს, რომელიც პოსტს 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს, უფლებამოსილების ვადა 2022 წლის სექტემბრის ბოლოს გასდის.

Politico-ს ინფორმაციით, ოფიციალური პირები, დიპლომატები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკვე დროა, ალიანსის დაარსებიდან 72 წლის თავზე, NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე ქალი კანდიდატი დაინიშნოს. ამასთანავე, მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთთან მზარდი დაპირისპირების ფონზე, სასურველია ეს კანდიდატი იყოს აღმოსავლეთ ევროპიდან, რაც სერიოზული სიგნალი იქნება მოსკოვისთვის.

ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით განიხილება სამი კანდიდატი ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრიბარ-კიტაროვიჩი და ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი კერსტი კალულაიდი.

ამ კუთხით ექსპერტები ორ ნაწილად არიან გაყოფილი. ერთნი ფიქრობენ, რომ გენმდივნის პოსტზე ბალტიის ქვეყნების წარმომადგენელი, კერძოდ, დალია გრიბაუსკაიტე უნდა იყოს, ხოლო სხვები აცახდებენ, რომ ეს იქნება ძალიან გამომწვევი განაცხადის რუსეთის მიმართ, იმ დროს, როცა ჯო ბაიდენი პუტინთან რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობების დალაგებას ცდილობს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42