"ჯეოსელი" ახალ სისტემაზე გადადის, რის გამოც ქსელით სარგებლობა შეფერხებულია.
ახალ სისტამაზე გადასასვლელი სამუშაოები კომპანიამ 17 დეკემბერს, 00:00 საათზე დაიწყო და პირველი ეტაპი 18 დეკემბერს დაასრულა.
ამჟამად მიმდინარეობს სამუშოების დასკვნითი ეტაპი და შექმნილი შეფერხებები უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.
უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სისტემაზე გადასვლის მიზანია არსებული ტექნოლოგიური ბაზის კიდევ უფრო დახვეწა და აბონენტთათვის მეტად მოქნილი და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება. ახალ სისტემაზე გადასასვლელად ბოლო პერიოდში ქართველ სპეციალისტებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები მუშაობდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაძლებელია მომხმარებელს შეექმნას გარკვეული დისკომფორტი, რის გამოც კომპანია აბონენტებს ბოდიშს უხდის და მადლობას უხდის ერთგულებისთვის.
კომპანია ქსელში არსებული პრობლემების უახლოეს მომავალში აღმოფხვრას ვარაუდობს და განმარტავს, რომ გარდამავალი ეტაპი დღის ბოლომდე დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






