მარიამ ქვრივიშვილი: "ივლისის მონაცემებით, ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ჩვენი პირდაპირი ავიამიმართულებების 72%"
პოლიტიკა - 17:41, 19 Jul, 2021     924

„ივლისის მონაცემებით, ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ჩვენი პირდაპირი ავიამიმართულებების 72%", - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. მისი თქმით, საქართველოში ავიაციის აღდგენის ტემპი საკმაოდ პოზიტიურია. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

„ავიაციის სექტორში დინამიკა საკმაოდ ჯანსაღი და პოზიტიური იყო. სასიხარულო დინამიკა გვქონდა, რომ საქართველო თავისი ავიაციის განვითარების ტემპით იყო ლიდერი მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც წლების განმავლობაში დაიმკვიდრა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი. 2019 წელს ჩვენ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი საერთაშორისო აეროპორტებში გატარებული მგზავრებისა, რომელმაც გადააჭარბა 5 მლნ მგზავრს.

2020 წელს კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე მოგვიწია გარკვეული ზომების გატარება და აქედან გამომდინარე, დინამიკა არც თუ ისე სახარბიელო იყო. მაგრამ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ 2021 წელს იანვარ-ივნისის მაჩვენებლებით ვართ ისეთ ნიშნულზე, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღდგენის ტენდენცია გაქვს უკიდურესად კარგი და სწრაფი.

ივლისის თვის მონაცემებით ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ჩვენი პირდაპირი მიმართულებების 72%-ი. ჩვენ ამ შემთხვევაში ვედრებით არა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს, არამედ 2019 წელს, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირი სწორება, სადაც ჩვენ პირველ ეტაპზე უნდა დავბრუნდეთ. ის ქვეყნები სადაც ჩვენს გვაქვს პირდაპირი ფრენები უკვე აღდგა 75%-ით. ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელიც ჩვენთან 2019 წელს ოპერირებდნენ 79%-ით უკვე აღდგენილია", აცხადება მარიამ ქვრივიშვილი.

მისი ე განმარტებით, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოს მოწინავეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღდგენის ტემპით, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით.

"აქვე უნდა ავღნიშნო,რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი არის პირველი აეროპორტი ივლისის მონაცემებით, რომელმაც არათუ სწრაფად აღადგინა ის მაჩვენებლები რომლებიც 2019 წელს გვქონდა არამედ უკვე გაქვს სიხშირეების 21%-იანი გადაჭარბება რაც 2019 წელს გვქონდა", - აცხადებს ქვრივიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42