ოლიგარქიულმა სისტემამ და კორუფციამ მოლდოვა ჭაობში ჩაითრია, ახლა ვცდილობთ, გავწმინდოთ ქვეყანა კორუმპირებული მოსამართლეებისა და საჯარო მოხელეებისგან - სანდუ
პოლიტიკა - 16:45, 19 Jul, 2021     752

ბათუმის 17-ე საერთაშორისო კონფერენციაზე მოლოდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ სიტყვით გამოსვლისას იმ კრიზისულ ფონზე ისაუბრა, რომელიც მის ქვეყანას ტვირთად აწევს. სანდუმ ამ კრისიზის გამომწვევ მიზეზებსა და მისი დაძლევის გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლდოვა გამოწვევების წინაშეა და საჭიროა, სწრაფად ჩამოყალიბდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმათ ნდობა და ევროკავშირის მხარდაჭერა სწორად გამოიყენონ. სანდუს თქმით, ქვეყანა ოლიგარქიულმა სისტემამ და კორუფციამ ჩაითრია, რამაც ქვეყანას რეპუტაცია დააკარგინა:

„მინდა, დავუბრუნდე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დასაწყისს და შეგახსენოთ, რომ იმ დროს, ჩემი ქვეყანა, მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მოლდოვამ გააფორმა, ქვეყანა განვითარდებოდა, დემოკრატიული სისტემები მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ ჩამოყალიბდებოდა. თუმცა, მალევე, იმ „საპნის ბუშტმა“, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, საბანკო სისტემებში სხვა კრიზისებიც მოჰყვა. სამწუხაროდ, ამ კრიზისებმა, ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ქვეყანა ჩაითრია. მალევე, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები და ბრიუსელი აცნობიერებდნენ, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული შემთხვევა. რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ ბრიუსელში მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა. მოლდოვას უკვე აკლდა ის ძირითადი საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე. ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც აღარ გვაძლევდა ევროკავშირთან ასოცირების შესაძლებლობის გამოყენების უფლებას. დასჯის ან სანქციების გარეშე მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია. ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი.

ახლა, რადგან ამ დღის წესრიგში გვაქვს ევროკავშირის მხარდაჭერა, ახალი მთავრობა, ახალი უმრავლესობა პარლამენტში, ვალდებულია სწრაფად განახორციელოს დანაპირები. ჩვენ ვიმყოფებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. მოსახლეობის ნდობა უნდა აღვადგინოთ ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებში. ჩვენს ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, მოვახდინოთ ძლიერი ინსტიტუტების კონსოლიდაცია და დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს - სამართლის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა.

ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, კორუმპირებული საჯარო მოხელეებისგან, სამომავლოდ ეს არის ჩვენი ძალისხმევა. აქამდე მუშაობდა სქემები კერძო ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. ნაკლები ვისაუბროთ, მეტი ვაკეთოთ. ფუნქციონალური მთავრობა უნდა არსებობდეს ჩემს ქვეყანაში იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა იყოს მიღწული. დავარწმუნოთ მოლდოველები, რომ მომავალი შეიძლება სახლშიც და ევროკავშირშიც“, - განაცხადა მაია სანდუმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42