უკრაინა აცნობიერებს, რა ვალდებულებები გვაქვს შესასრულებელი იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, ამისთვის ძალისხმევას არ ვიშურებთ - ზელენსკი
პოლიტიკა - 16:36, 19 Jul, 2021     719

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბათუმის 17-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლილსას უკრაინის,ს აქართველოსა და მოლდოვას "ასოცირებული ტრიოს" შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მხრიდან საოკუპაციო მოქმედებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ამისთვის კი უკრაინის ხელისუფლება ყველა იმ მოთხოვნას ასრულებს, რასაც დემოკრატიულობის ინდექსი მოითხოვს:

„ეს არის ჩვენი ფასეულობები. სამწუხაროდ, ჩვენ ამ მიღწევებისთვის განსაკუთრებულ ფასს ვიხდით. ოკუპაცია, ანექსია და სხვა საკითხები წლების განმავლობაში გვაბრკოლებდა.

ჩემი ვიზიტის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინაში საოკუპაციო ხაზთან ყოველდღე მივდივარ. ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთანაც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ქვეყნები, რომელთაც არჩევანი გააკეთეს და დღეს ვართ გაერთიანებული.

მახარებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ „ასოცირების ტრიო“ მნიშვნელოვანია. ეს არის იმის აშკარა გზავნილი, რომ ევროკავშირს ხვალვე რომ შევუერთდეთ, უკრაინა აცნობიერებს, რა ამოცანები გვაქვს შესასრულებელი. ჩვენ ეს ამოცანები არ გვაშინებს. ჩვენ სხავადასხვა მიმართულებით მივიღეთ კანონი, განვახორციელეთ სასამართლო სისტემის რეფორმა. მოსამართლეთა მაღალი კვალიფიკაცია არის მოთხოვნა, რომელსაც ვაკმაყოფილებთ. გაციფროვნება, დეცენტრალიზაცია, პარლამენტის წევრთათვის იმუნიტეტის მოხსნა - ეს ის საკითხებია, რაზეც ჩვენ ვალდებულება ვიკისრეთ. ანტიკორუფციული მიმართულებით ძალისხმევა არის პირობა, რაც ჩვენ დავდეთ“, - ზელენსკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42