პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული მიხეილ ბატურინი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მათი თავისუფლებით ვაჭრობა დაიწყო. ბატურინის თქმით, ამ ხერხს პროკურატურაც მიმართავდა, რათა მისგან აღიარება მოეპოვებინა.
როგორც სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი იხსენებს, მოსამართლემ მას ღიად უთხრა, რომ 500 ლარადაც შეეძლო გათავისუფლება:
"მოსამართლემ ღია პროცესზე დაგვიწყო ვაჭრობა, რომ ამ მუხლით თუ თქვენ არ აღიარებთო, რა თქმა უნდა, ღია ტექსტით არა, შენიღბული იყო სამართლით და ა.შ. თუ ითანამშრომლებთ და პროკურატურასთან შეხვალთო, მე არაფერ შუაში არ ვარო, 1 000 ლარადაც შეიძლება გამოსვლაო, 500 ლარადაც შეიძლებაო", - ამბობს ბატურინი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული უკრაინელი მეზღვაურები უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეიწყალა. მათ სასამართლომ რამდენიმე დღის წინ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები