ბათუმის 17-ე საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩამოსვლას ოპოზიცია დიდი მოლოდინით შეხვდა. ხელისუფლების ოპონენტებმა დილით უკვე გამართეს მიშელთან შეხვედრა, რომელზე განსახილველი ძირითადი თემაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშნვით 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა იყო.
მოყვება თუ არა ევროკავშირისგან რეაქცია ოცნების მიერ გადადგუმლ ნაბიჯს, რომელიც სასამართო რეფორმას არ დაელოდა და რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს ხელისუფლებას, ამ კითხვებით „ნიუპოსტი“ პოლიტიკის ექსპერტს გია ხუხაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ დკუმენტის შესრულება მიშელისთვის პრესტიჟის საკითხია, თუმცა ევროკავშირის მხიდან სწრაფი რეაგირება ჯერ არ იქნება:
„მე არ ველოდები, რომ ევროკავშირის მხრიდან სწრაფი რეაგირება იქნება, ოპოზიცია სულ მოლოდინშია და სულ სხვისი ხელით უნდა სხვადასხვა ბონუსის მიღება, არასერიოზულად იქცევიან. ჯობია, რომ თვითონ მოქმედებდნენ და თვითონ აღწევდნენ შედეგს. კი ბატონო, ევროპელები შეიძლება დაგვეხმარონ, მაგრამ არა უმეტეს ამისა. არ მგონია, რომ რამე სწრაფად მოხდება, იმიტომ, რომ მიშელისთვის ამ დოკუმენტის შესრულება პირადი პრესტიჟის საკითხია, ამიტომ დროზე ადრე, სანამ კიდევ შანსი არსებობს, რომ რაღაც გამოსწორდეს, ის არ დაიწყებს რაღაცა ტიპის მოქმედებებს, რადგან თავადაც ზიანდება, ამიტომ სწრაფი და დრამატული რეაგირება ევროკავშირისგან არ იქნება, თუმცა გაფრთხილება, ალბათ, მოჰყვება“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები