TIDA-ს ივლისის სესიის თემა - "მანქანური დასწავლის მოდელების მონიტორინგი" იქნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:35, 19 Jul, 2021     1212

თიბისის მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, ონლაინ სესია ივლისის თვეშიც გაიმართება.

ამჯერად, მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული პირებისთვის სესიას მანქანური დასწავლის ინსტრუქტორი, კომპანია Evidently AL-ის თანადამფუძნებელი, ემილი დრალი გაუძღვება და ის მანქანური დასწავლის მოდელების მონიტორინგის შესახებ გაუზიარებს აუდიტორიას ინფორმაციას.

სესია 20 ივლისს, 19:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ში, ინგლისურ ენაზე გაიმართება.

შეხვედრა შემდეგი საკითხების განხილვას დაეთმობა:

· როგორ იკლებს მოდელის სიზუსტე დროთა განმავლობაში;

· როგორ შეიძლება მოდელის სიზუსტის მონიტორინგი და რა მეტრიკებს უნდა ვადევნოთ თვალი;

· როგორია ადრეული მონიტორინგის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ადრეულ ეტაპზე შეილება მოდელის სიზუსტის კლების დადგენა.

მანქანური დასწავლის მოდელის სიცოცხლის ციკლი მისი გაწვრთნისას მხოლოდ იწყება. ყველა მოდელი ცვალებად გარემოში მუშაობს და რაც მეტად იცვლება გარემო, მით მეტად იკლებს მოდელის შედეგების სიზუსტე. იმისთვის, რომ რეალურ გარემოში დანერგილი მოდელების ნდობა შევძლოთ, საჭიროა მათი მუდმივი მონიტორინგი და მათი ხელახალი გაწვრთნისა და განახლებისთვის მზადყოფნა", - ემილი დრალი.

TIDA-ს ონლიან სესიაზე დასწრება უფასოა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე - https://www.research.net/r/TIDA_Registration შეუძლიათ, რის შემდეგაც ისინი მონაწილეობისთვის საჭირო მონაცემებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

TIDA ბიზნესმონაცემთა ანალიტიკის პირველი კონფერენციაა რეგიონში და მის მიზანს მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებისა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებული ბიზნესების წარმომადგენლების გაერთიანება წარმოადგენს, საერთაშორისო მასშტაბით. TIDA-ს ფარგლებში განიხილება, როგორ უნდა შექმნას ბიზნესმა რეალური ღირებულების მომტანი მონაცმეთა ანალიტიკა. კონფერენციის, ისევე როგორც ონლაინ სესიების მიზანი თემის გარშემო არსებული უახლესი ინფორმაციის გაზიარება და გაცვლაა.

TIDA-ს მხარდამჭერია თიბისი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42