1. ყველაფერზე შტაბები, კომისიები, სამუშაო ჯგუფები და სხვა მისთანები შექმნას.
2. უფრო მნიშვნელოვანი - რადაც არ უნდა დაუჯდეს, გაანადგუროს მთავარი ოპოზიციური ძალა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ჰოდა, ინიციატივით მინდა მოგმართოთ, მთავრობავ! გააერთიანეთ მთელი ეს (სულ 2) სამუშაო მიმართულებები და პირდაპირ შექმენით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გასანადგურებელი შტაბი.
გასაგებია, რომ ვიღაცეებს ჩა'ეცინებათ, ეგეთი შტაბი დიდი ხანია უკვე შექმნილია და მუშაობსო, მაგრამ მე, ამ წინადადებით უფრო მეტ საჯაროობას, უფრო მეტ გამჭვირვალობას, მეტ და გასაოცარ დემოკრატიას გთავაზობთ.
თან, არა მგონია "საზოგადოებას" {გაუტყდეს}, ან არ აინტერესებდეს როგორ გეგმავთ ჩვენი დისკრედიტაციისა და პოლიტიკური განადგურების ღონისძიებებს. ჰო, კარგი, კარგი... ვიხუმრე... მართლა არ მოგეწონოთ იდეა. თქვენგან რა გამიკვირდება...", - წერს სოციალურ ქსელში ხაჩიძე.
მასალის გამოყენების პირობები






