(ვიდეო)უნდა იცოდეთ, რომ სანამ ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრია, საფრთხის ქვეშაა ყველა ჟურნალისტის და მოქალაქის სიცოცხლე ისევე როგორც ამ ქვეყნის ღირსება და თავისუფალი მომავალი - ჟურნალისტების მიმართვა შარლ მიშელს
საზოგადოება - 14:34, 19 Jul, 2021     5545

მედიის წარმომადგენლების მიმართვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ჟურნალიტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, მათ სურთ, რომ შარლ მიშელს გააგებინონ, თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს საქართველოს:

"მოგმართავთ ჟურნალისტები, რომელთა 53 კოლეგას 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ ღიად პრორუსული, აგრესიული ჯგუფები.

ჟურნალისტები, რომლებიც უკვე წლებია ვართ ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის და დისკრედიტაციის ობიექტები.

დღეს თქვენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გესაუბრებათ ის პრემიერემინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია 5-6 ივლისს ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტებისა და უმცირესობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩატარებულ სადამსჯელო ღონისძიებაზე.

დღეს თქვენ ქართული ოცნების დემოკრატიულ მიღწევებზე გესაუბრებათ ის პრემიერმინისტრი, რომელიც წლებია მფარველობს და ასაზრდოებს მოძალადე ჯგუფებს და იყენებს მათ განსხვავებული პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანების წინააღმდეგ ისე, როგორც ეს 5 ივლისს მოხდა, როდესაც მხოლოდ მის მიერ წახალისებულმა ძალადობამ აქამდე არნახულ ძალადობას მიაღწია და ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ნამდვილ სადამსჯელო ღონისძიებად იქცა.

დღეს თქვენ დემოკრატიაზე გესაუბრებათ ის, ვინც უმცირესობაზე ძალადობას უმრავლესობის ნების აღსრულებით ამართლებს და რაც მთავარია, თქვენ დემოკრატიაზე გესაუბრებათ კაცი, რომელიც ანგარიშვალდებულია არა ამ ქვეყნის მოსახლეობის, არამედ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

დღეს თქვენ გესაუბრებათ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი, რომელმაც არაერთხელ სცადა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მოტყუება ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმით, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გზით ცინიკურად და უხეშად დაარღვია თქვენი მედიაციით შექმნილი დოკუმენტიც.

უნდა იცოდეთ, რომ სანამ ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრია, საფრთხის ქვეშაა უკლებლივ ყველა ჟურნალისტის და მოქალაქის სიცოცხლე ისევე როგორც ამ ქვეყნის ღირსება და თავისუფალი მომავალი. ასეთ კაცს ხვდებით დღეს და გვინდა, რომ იცოდეთ", - ნათქვამია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42