მონადირებული ხოხბებით ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ „რესპუბლიკელი“ ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს
სამართალი - 16:14, 20 Dec, 2013     5616

პორტალ smo.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელსაც თან ერთვოდა ფოტო, “რესპუბლიკური პარტიის” სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარე და, ამავე დროს, სენაკის რაიონის სოფელ ახალსოფელის რწმუნებული ბადრი ხურცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამსახურში დაიბარეს.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბადრი ხურციას ბრაკონიერობაში ადანაშაულებდნენ.

ამის მიზეზად ის ფოტომასალა სახელდებოდა, რომელიც “რესპუბლიკური პარტიის” რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა სოციალურ ქსელში განათავსა. ხურცია ფოტოებზე გადაღებულია ნანადირებ ხოხბებთან ერთად, რომელიც ბრაკონიერობად ითვლება. გარემოსდაცვით ზედამხედველობის სამსახურში დაბარებულმა ხურციამ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში დადებული ფოტოები 4 წლის წინ არის გადაღებული.

ამასთანავე ის აღნიშნავს, რომ ნანადირევი მას არ ეკუთვნის, მან უბრალოდ ნანადირევ ხოხბებთან ერთად რამდენიმე ფოტო გადაიღო. ჯერჯერობით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური ხურციასთან დაკავშირებულ ისტორიებს სწავლობს, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი, ნამდვილად არის თუ არა “რესპუბლიკური პარტიის” სენაკის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ბრაკონიერი და რა სანქციები განხორციელდება მასზე სამომავლოდ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42