ლექსო ლაშქარავას საქმე - ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
პოლიტიკა - 14:06, 19 Jul, 2021     807

ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ერთ პირს ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, დაკავებულმა 10 ივლისს 500 ლარის სანაცვლოდ რამდენიმე პირს კუსტარული ჰერინი გადასცა:

"ა.ლ.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე, ფ.ა.-ს ბრალდება წარედგინა.

ფ.ა. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე 17 ივლისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი, 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში, იაკობ ცურტაველის ქუჩა №48-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ.ა.-მ უკანონოდ გაასაღა. კერძოდ, 500 ლარის სანაცვლოდ მან ადგილზე შეკრებილ პირებს: ნ.ნ.-ს, ა.ლ.-ს, ი.ნ.-ს, ლ.ე.-ს, ტ.კ.-ს, ე.მ.-ს, ლ.ჯ.-ს გადასცა ერთი შეკვრა ნივთიერება „ჰეროინი“, (კუსტარული ჰეროინი) ე.წ. „სირეცი“, 2 გრამის ოდენობით, ხოლო დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას ფ.ა. უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ასევე, ამავე მისამართზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლში. ფ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 9,4984 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.

ფ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ასევე, 17 ივლისს სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, კიდევ 4 პირი დააკავეს, რომლებთანაც კანონით დადგენილი ღონისძიებები ტარდება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42