ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" დაწყებამდე პრემიერს ჟურნალიტებმა დასვეს კითხვა, თუ როდის დატოვებს ის თანამდებობას. პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვა, როდის დატოვებს თანამდებობას, უპასუხოდ დატოვა.
ღარიბაშვილი საუბრობდა კონფერენციის მნიშვნელობაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტზე და იმაზე, თუ როგორ სრულდება მისი მედიაციით მიღწეული შეთანხმების პირობები, რა დროსაც ჟურნალისტებმა სიტყვა გააწყვეტინეს და ჰკითხეს, როდის აიღებს პასუხისმგებლობას 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე.
პრემიერმინისტრმა სიტყვის გაგრძელება საარჩევნო სისტემასა და მართლმსაჯულების რეფორმაზე სცადა, თუმცა ჟურნალისტებმა უთხრეს, რომ მასთან მხოლოდ ერთადერთი კითხვა აქვთ — როდის დატოვებს თანამდებობას. ღარიბაშვილს მოუწია საუბარი შეეწყვიტა და ტრიბუნა დაეტოვებინა.
მასალის გამოყენების პირობები