ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართა.„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ის შარლ მიშელს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და „ქართულ ოცნებაზე“ ეწუწუნა:
„ბატონ პრეზიდენტს, ძირითადად, ჩვენ მოვუყევით, ვეწუწუნეთ ჩვენს გაჭირვებაზე. ალბათ, ყველა პარტიამ იმ კუთხით მოვუყევით თვითონ, რაც გვაწუხებდა. საბოლოო ჯამში, ბატონი მიშელი დახმარების გაგრძელებას დაგვპირდა. მე გპირდებოდით და თქვენ შეიძლება არ გჯეროდათ, მაგრამ აქ, აი, მესამედ ვარო. გარკვეულწილად, დახმარების გაგრძელებას დაგვპირდა ისევე, როგორც დასავლეთის ნამდვილ პარტნიორს სინამდვილეში შეეფერება. პირადად მე, შემიძლია ჩემს თავზე გითხრათ. მე ვეწუწუნე ორ დიდ პარტიაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და „ქართულ ოცნებაზე“, რომლებიც ერთმანეთთან ჩხუბის და პოლარიზაციის გამო საშუალებას არ გვაძლევენ, სხვებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბროთ. თუმცა, არ მგონია, რომ ეს მისთვის დამალული ინფორმაცია იყო“, – აცხადებს მეგრელიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები