პრემიერმა ღარიბაშვილმა მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დეტალურად მოახსენა იმ ვალდებულებების შესრულების შესახებ, რომლებიც 19 აპრილის შეთანხმებით იყო გაწერილი:
"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ მიშელთან. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მნიშვნელოვანი სტუმრები არიან ჩამოსულები, პრეზიდენტი მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი და მოლდოვას პრეზიდენტი. პირველ რიგში, მივაწოდე ინფორმაცია, როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან... ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება სრულდება და შესრულდა რაც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. ვუთხარი, რომ დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შეთანხმებაზე, რაც შემაფერხებელია... ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები