მიშელს პირდაპირ ვუთხარით, რომ გვაქვს რისკები – ან რუსეთი, ან ევროატლანიკური კურსი - ხატია დეკანოიძე
პოლიტიკა - 12:59, 19 Jul, 2021     1493

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მიშელთან საუბრის თემა 5-6 ივლისის მოვლენები, შეთანხმების დარღვევა და საფრთხის ქვეშ მყოფი ევროატლანტიკური კურსი იყო.

ხატია დეკანოიძის თქმით, შეხვედრაზე მიშელმა აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან მისი ამგვარი ხანგრძლივი შეხვედრა უკვე სიგნალია ხელისუფლებისთვის და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მნიშვნელოვანი საუბარი ექნება.


"რა თქმა უნდა, ის მძიმე მოვლენები, რომლებიც განვითარდა 5-6 ივლისს, შეეხებოდა, პირველ რიგში, პრემიერმინისტრის განცხადებას, როდესაც მან პირდაპირ თქვა, რომ ვერ დაიცავდა ადამიანებს, ამის შემდეგ კი ხელისუფლებამ არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აიღო, შეხვედრაზე შევეხეთ იმას, რომ ევროატლანტიკური ღირებულებები და სწრაფვა საქართველოში საკმაოდ სერიოზული დარტყმის ქვეშაა და პირდაპირ ვუთხარით, რომ ჩვენ ახლა გვაქვს დიდი რისკები - ან მიდივართ რუსეთში, ან ვრჩებით ევროატლანტიკურ კურსზე, ეს მას ძალიან კარგად ესმის, შეშფოთებულია ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, ეს ნამდვილად სამწუხაროა.

ვისაუბრეთ შეთანხმების დარღვევაზე, არ ვართ შეთანხმების მონაწილეეები, თუმცა ჩვენი არგუმენტი არის ის, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს, რომელიც ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ არ გამოუტანია და პირიქით, დაარღვია ის დათქმები, რომლებიც ჩადებული იყო, დაარღვია დათქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, წარმოადგინა კანდიდატები, რომლებიც კლანურია და ეს მე მიშელს ვუთხარი. ზოგადად, მან თქვა - ის, რომ ოპოზიციას ხვდება და საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა აქვთ, ეს უკვე გარკვეული გზავნილია ხელისუფლებისთვის და თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით ღარიბაშვილთან ექნება საკმაოდ მნიშნელოვანი საუბარი და გზავნილები, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ელოდებიან", - თქვა ხატია დეკანოიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42