Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ცნობილია
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:51, 19 Jul, 2021     1417

წლევანდელი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის საქართველოს ბანკის სტიპენდიატი უკვე ცნობილია. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ალექსანდრე ონიანი ორი წლით Bentley University-ში გაემგზავრება. ის სწავლას აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.

წელს Fulbright-ს სულ 10 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ერთი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.

„აშშ-ს მთავრობასა და Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ახალგაზრდებს ყოველ წელს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მიიღონ. ბანკსა და ფულბრაიტს შორის პარტნიორობა 2014 წელს დაიწყო. ჩვენი მხარდაჭერით აშშ-ში უკვე 7 ქართველი სტუდენტი გაემგზავრა, წელს კი ამ რიცხვს ალექსანდრე ონიანი შეუერთდება. გვინდა მივულოცოთ ალექსანდრეს ეს დამსახურებული გამარჯვება და წარმატებები ვუსურვოთ Bentley-ის პრესტიჟული უნივერსიტეტისაკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი მიზანია, მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მივცეთ შესაძლებლობა, სასურველ ადგილას მიიღოს უმაღლესი ხარისხის განათლება. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის:

Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას თბილისში აშშ საელჩო უწევს. Fulbright-ის სტიპენდია მთელს მსოფლიოში აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას წარმოადგენს. სასტიპენდიო პროგრამა აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. ამჟამად ფულბრაიტის 2022-2023 წლის პროგრამის სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს. საბუთების მიღება 2021 წლის 1 მაისს დაიწყო და 2021 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://boe.ge/project/fulbright





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42