რამდენიმე საათში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. მის ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე კი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ის უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალა, რომლებსაც სასამართლომ რამდენიმე დღის წინ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პრეზიდენტის პრესსამსახური ადასტურების შეწყალების ფაქტს. სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეწყალების აქტი 17 ივლისს გამოიცა და ძალაში 19 ივლისს შევიდა:
„დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა უკრანელი მეზღვაურები შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 17 ივლისს გამოსცა, რომელიც ძალაში 19 ივლისს შევიდა.
ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულებაა, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტისას შედგა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და უკრაინის ორი მოქალაქე-იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო, ჯგუფური გადაკვეთის ბრალდებით 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები